top of page
Unknown-53.jpg

ეთიკური და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები (Civility Training)

ეთიკური და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების შესახებ ტრენინგები (Civility Training) მოიცავს საკითხებს, როგორიცაა პატივისცემით კომუნიკაცია, განსხვავებული მოსაზრებების მიმღებლობა, პირადი და პროფესიული საზღვრების პატივისცემა, ემპათია, კოლეგიალურობა, არასათანადო ქცევის ამოცნობა და რთულ სიტუაციებზე კონსტრუქციული რეაგირება. ტრენინგების შინაარსი შეიძლება მოერგოს ორგანიზაციის საჭიროებებს, ასევე შეიძლება მოიცავდეს პრაქტიკულ მაგალითებს და სამუშაო სიტუაციების განხილვას. ტრენინგის მიზანია, ხელი შევუწყოთ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლები ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან, პასუხისმგებლობით ურთიერთობენ და აქვთ მიმღებლობა.
bottom of page