top of page
Unknown-53.jpg

რას ნიშნავს კარგად ყოფნა (Wellbeing) სამსახურში?

Oct 30
1 min read

დილით სამსახურში მიდიხარ.

საცობი, სამსახურის ყავა, მისალმება, მეილები, შეხვედრები, ფიქრი, ანალიზი, ყოველდღიურობა.


შეგვიძლია, სამსახურის ყოველდღიურობაშიც ვიყოთ კარგად?



რას ნიშნავს კარგად ყოფნა სამსახურში?


სამსახურში კარგად ყოფნა არ ნიშნავს ყველაფერი მხოლოდ ისე იყოს, როგორც ჩვენ, ინდივიდუალურად გვინდა. სამსახურში კარგად ყოფნას ქმნის თანამშრომლისთვის უსაფრთხო და პატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. გარემო, სადაც თანამშრომლები -

  • პატივისცემით და ავთენტურად ურთიერთობენ,

  • აქვთ მიმღებლობა,

  • იცავენ პირად და პროფესიულ საზღვრებს,

  • ამავდროულად, აქვთ ერთიანობის განცდა და

  • ერთად ქმნიან ერთმანეთისთვის ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს.


ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სამსახურში  გარემოს ორგანიზაციული კულტურა ქმნის - ორგანიზაციის მიერ თანამშრომლების მხარდაჭერა, თუმცა, მხოლოდ ორგანიზაციის მხარდაჭერა არ არის კარგად ყოფნის გასაღები - სამსახურში გარემოს თითოეული თანამშრომელი და თანამშრომლის ქცევა ქმნის. კარგად ყოფნა სამსახურში მხოლოდ ის არ არის, რას აკეთებს ორგანიზაცია ჩვენთვის - ისიც არის, რას ვაკეთებთ ყოველდღიურად საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის.


რას ნიშნავს ეს ყოველდღიურობაში?


საკუთარი თავისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა ნიშნავს -

  • სამსახურში შენი პირადი და პროფესიული პასუხისმგებლობების გააზრებას,

  • საკუთარ თავთან და თანამშრომლებთან ურთიერთობების დაკვირვებას და გაცნობიერებას,

  • შენი იდენტობის შენარჩუნებას, თუმცა, ამავდროულად განსხვავებულის მიმღებლობას,

  • შენთვის და მაქსიმალურად ყველასთვის საუკეთესო გარემოს შექმნის მხარდაჭერას.


ჯანსაღ სამუშაო გარემოს და შენს კარგად ყოფნას სამსახურში ადამიანური, ავთენტური და გულწრფელი პირადი და პროფესიული ურთიერთობები ქმნის.


ვფიქრობ, ასე შეიძლება საღამოს წამოსული, საცობში დაღლილი, მეორე დღეს ისევ იყო სამსახურში კარგად.


გადადგამ შენს ერთ ნაბიჯს უკეთესი გარემოსთვის?

 
 
 

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
bottom of page